ირაკლი ტაბაღუა მოქალაქეთა მიღებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს

0
1215

რუსთავის მერი ადმინისტრაციული ერთეულების ოფისებში მოქალაქეთა მიღებას აგრძელებს.

ირაკლი ტაბაღუამ ილია ჭავჭავაძის. ჟიული შარტავასა და 13 ასურელი მამის სახელობის ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიაზე მცხოვრები რუსთაველები მიიღო, გაეცნო მათ პრობლემებს და დახმარებას დაპირდა.

მოსახლეობასთან შეხვედრებს, საკრებულოში, აღნიშნული ადმინისტრაციული ერთეულების მაჟორიტარი დეპუტატებიც დაესწრნენ. 

რუსთავი 10 ტერიტორიულ ერთეულადაა დაყოფილი. მას შემდეგ, რაც ირაკლი ტაბაღუა მერის უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა, მოქალაქეთა მიღება უკვე 9 ადმინისტრაციული ერთეულის ოფისში გამართა.

NO COMMENTS