რუსთავში ბადრი ყვავილაშვილის სახელობის XIII საერთაშორისო ტურნირი გაიმართა

0
723

25-26 ნოემბერს, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ინიციატივითა და „ა.ა.ი.პ რუსთავის სასპორტო სკოლების განვითარების ცენტრის“ ხელშეწყობით, ორგზის ევროპის და მსოფლიო პირველობის გამარჯვებულ ახალგაზრდებს შორის ძიუდოში: ბადრი ყვავილაშვილის სახელობის XIII საერთაშორისო ტურნირი გაიმართა, ჭაბუკთა შორის. ტურნირი რუსთავის ქიმიკოსთა სპორტკომპლექსში ჩატარდა, მასში სხვადასხვა ასაკის და წონითი კატეგორიის სპოტსმენები იღებენ მონაწილეობას. გამარჯვებულებს შესაბამისი ხარისხის მედლები, დიპლომები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. ტურნირს ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუას, მეექვსე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, საკრებულოს წევრები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

NO COMMENTS