ირაკლი ტაბაღუა ვახტანგ გორგასლის სახელობის ადმინისტრაციულ ერთეულში მოქალაქეებს შეხვდა

0
1106

რუსთავის მერმა მოქალაქეთა მიღება, დღეს, ვახტანგ გორგასლის სახელობის ადმინისტრაციული ერთეულის ოფისში გამართა.
ირაკლი ტაბაღუა ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მცხოვრებ რუსთაველებს გაესაუბრა, მოისმინა პრობლემები და მათ მოგვარებაში მხარდაჭერას დაპირდა.

შეხვედრას, საკრებულოში, ვახტანგ გორგასლის სახელობის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი გურამ კვარაცხელიაც დაესწრო.



ირაკლი ტაბაღუამ მოქალაქეთა მიღება უკვე ათივე ადმინისტრაციული ერთეულის ოფისში ჩაატარა და გაეცნო ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებს.

მსგავსი ფორმატის შეხვედრებს, რუსთაველებთან, ქალაქის მერი რეგულარულად გამართავს ადმინისტრაციული ერთეულების ოფისებში.

NO COMMENTS