ანსამბლ “მთიების” წარმატება

0
158

26 ნოემბერს, თბილისში საკონცერტო დარბაზკონგრეს ჰოლში მოზარდთა შემოქმედების ინტერნაციონალური ფესტივალიმშვიდობა ამიერკავკასიას გაიმართა, სადაც ა(ა)იპ „გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან“ არსებული ქართული ხალხური ცეკვის ქორეოგრაფიული ანსამბლი  –  “მთიებიმონაწილეობდა.

ანსამბლ „მთიების“ წევრებმა გივი ქემაშვილის ხელმძღვანელობით ცეკვა „აფხაზური“ და „მთიულური“ შეასრულეს, რომლითაც მაყურებლისა და ჟიურის მოწონება დაიმსახურეს. “მთიები” ნომინაცია – არტისტიზმში“ გამარჯვებულები გახდნენ და საჩუქრად დიპლომები გადაეცათ.

გაცნობებთ, რომ ფესტივალში მონაწილეობდნენ როგორც ქართული, ასევე აზერბაიჯანული და სომხური ანსამბლები, რომლებმაც დამსწრე საზოგადოებას ტრადიციული ცეკვები წარუდგინეს.

კომენტარები გამორთულია