რუსთავში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე აღნიშნეს

0
671

რუსთავის შშმ პირთა ცენტრში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას რუსთველი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი), რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, პარლამენტის წევრი, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ბეგაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძე და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

სტუმრების წინაშე ცენტრის ბენეფიციარები მუსიკალური ნომრებით წარსდგნენ და მხურვალე აბლოდისმენტებიც დაიმსახურეს, მიიღეს მილოცვები და პირობა, რომ მათზე მზრუნველობა უკეთესი პირობების შესაქმნელად გაგრძელდება.

რუსთავის შშმ პირთა ცენტრში ინკლუზიურ განათლებას იღებს და თერაპიულ კურსს 149 ბენეფიციარი გადის. ცენტრს მთლიანად ადგილობრივი თვითმმართველობა აფინანსებს.

NO COMMENTS