მიხეილ სააკაშვილი დააკავეს

0
492

უკრაინელი დეპუტატის ვიქტორ ჩუმაკის განცხადებით, კიევში მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. მანამდე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცრაზმმა იმ სახლში, სადაც მიხეილ სააკაშვილი ცხოვრობდა, ჩხრეკა ჩაატარა.

ადგილზე იმყოფებოდნენ სააკაშვილის ადვოკატები.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბინაში ჩხრეკას უკრაინის გენერალური პროკურატურა და უსაფრთხოების სამსახური დილიდან ატარებს.
საქმე ეხება სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც გენერალური პროკურატურის წარმოებაშია, თუმცა კონკრეტული საქმე არ სახელდება

NO COMMENTS