ირაკლი ტაბაღუა ლეონიდ ჩერნოვეცკის საქ ველმოქმედო ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა

0
1489

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა ლეონიდ ჩერნოვეცკის საქ ველმოქმედო ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე ფონდის მიერ 2017 წლის 8 დეკემბერს, რუსთავში გამართული საქველმოქმედო აქცია განიხილეს, რომელსაც მოქალაქეთა მხრიდან არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.
ქალაქის მერი მიესალმება და მხარს უჭერს ნებისმიერ ღონისძიებას, რომელიც ადამიანების მზრუნველობასა და კეთილდღეობაზეა ორიენტირებული.
მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებით, რუსთავის მერი მზაობას გამოხატავს, ითანამშრომლოს აქციის ორგანიზატორებთან (ფონდთან), რათა ღონისძიება ორგანიზებულად და მოსახლეობისთვის კომფორტულ გარემოში წარიმართოს.

NO COMMENTS