რუსთავის ისტორიულ მუზეუმში გამოფენა სახელწოდებით „ თეატრალური იმპულსი”გაიხსნა

0
525

რუსთავის ისტორიულ მუზეუმში, რუსთაველი მხატვრების – მალხაზ დათუკიშვილისა და თამარ ფეიქრიშვილის ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით „ თეატრალური იმპულსი”გაიხსნა. მუზეუმის საგამოფენო სივრცეში, მხატვრების მიერ პოპ–არტის სტილში შესრულებული 30-მდე ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. ღონისძიებას, რუსთავის მერი ირკალი ტაბაღუა, მერის მოადგილე გოჩა ლორია და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ. მალხაზ დათუკიშვილისა და თამარ ფეიქრიშვილის პერსონალური გამოფენა რუსთაველ მხატვართა გაერთიანება „გამას“ ორგანიზებითა და მერიის „სახელოვნებო გაერთიანებთა ცენტრის“ მხარდაჭერით, დღეს გაიხსნა და 25 დეკემბრამდე გაგრძელდება.

NO COMMENTS