ირაკლი ტაბაღუამ კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები სპეციალური სიგელებით დააჯილდოვა

0
1068

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ და მერის მოადგილე გოჩა ლორიამ კონკურსში – ,,მოზარდები ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ“ გამარჯვებული რუსთაველი მოსწავლეები სპეციალური სიგელებით დააჯილდოეს.

ქალაქის მერმა რუსთავის #28 საჯარო სკოლის უფროსკლასელებს – ბარბარე ციქუბაძეს, გიორგი ხუციშვილს, სოფო ლაბაძეს, გვანცა დათიაშვილს, ნიკა ნოზაძეს, ანა ლომიძეს, სალომე ყაველაშვილს კონკურსში გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
ღონისძიებას რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი თამარ ხეჩიკაშვილი და #28 საჯარო სკოლის დირექტორი ნათია მაზანიშვილიც ესწრებოდნენ.

საქართველოს პროკურატურის პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ კამპანიის – „მოზარდები ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში, კონკურსი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა.
კონკურსში მონაწილე მოზარდებს, ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ, სოციალური ვიდეორგოლები უნდა გადაეღოთ.

NO COMMENTS