რუსთავის #23 საჯარო სკოლაში პროფესიული ორიენტაციის ფორუმი გაიმართა

0
595

რუსთავის #23 საჯარო სკოლაში პროფესიული ორიენტაციის ფორუმი გაიმართა. ღონისძიებას სხვა მიწვეულ სტუმრებთან ერთად, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, მერის მოადგილე გოჩა ლორია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით რეხვიაშვილი და მაჟორიტარი დეპუტატები დაესწრნენ. შეხვედრა, მოსწავლეებისთვის პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის მიზნით მოეწყო და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ფორუმში, ასევე მონაწილეობდნენ პროკურატურისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების, საბანკო სფეროს, ფარმაცევტული და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები, მუსიკოსები, მსახიობები და წარმატებული სპორსტმენები. ღონისძიების მიმდინარეობისას, სკოლის მოსწავლეებმა სხვადასხვა სფეროში საქმიანობის სპეციფიკის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს, რაც მათ მომავალი პროფესიის არჩევაში დაეხმარება. პროფესიული ორიენტაციის ფორუმი #23 საჯარო სკოლის ინიციატივითა და რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით მოეწყო.

NO COMMENTS