ჩამოყალიბდება სერვისების ინოვაციური ჰაბი და შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი

0
507

საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლობის ოფისში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე შომბი შარპი, პროექტის ,,მონაწილეობითი ადგილობრივი ბიუჯეტირება ქალაქ რუსთავში’’ დირექტორის მრჩეველი, რევაზ ბარბაქაძე, იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მხარეებმა იმ პროექტის შესახებ ისაუბრეს, რომლის განხორციელებასაც გაეროს განვითარების პროგრამა(UNDP) და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, მოქალაქეთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში გეგმავენ.

პროექტის ფარგლებში, ჩამოყალიბდება სერვისების ინოვაციური ჰაბი და შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფიც.

პროექტის მიზანი, ინოვაციური კომპონენტების გამოყენებით, რუსთავის მერიაში მოქალაქეთა მომსახურების ხარისხისა და სერვისების გაცემის სისტემის გაუმჯობესებაა.

NO COMMENTS