ირაკლი ტაბაღუა ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის ორმხრივი ურთიერთობების სფეროში, თავდაცვის დარგში თანამშრომლობის სამსახურის ოფიცერს შეხვდა

0
461

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა ამერიკის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის ორმხრივი ურთიერთობების სფეროში, თავდაცვის დარგში თანამშრომლობის სამსახურის ოფიცერს, მაიორ კვენტინ დოლსა და ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის კოორდინატორს, დავით სანიშვილს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, რომელსაც მერის მოადგილე გოჩა ლორია და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გრიგოლ ვეფხვაძეც ესწრებოდნენ, საუბარი ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო.

სტუმრებმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში, საქართველოში გაწეული საქველმოქმედო საქმიანობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

ამერიკული მხარე რუსთავის მერიის სოციალური პროგრამებითა და ამ მიმართულებით დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტებითაც დაინტერესდა.

მოგვიანებით, სტუმრებმა ქალაქის მერთან ერთად, ა(ა)იპ ,,რუსთავის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრი’’ დაათვალიერეს.

ჰუმანიტარული პროგრამის ფარგლებში, ამერიკული მხარის დაფინანსებით, საქართველოში სხვადასხვა სოციალური პროექტი, მათ შორის დმანისის მუნიციპალიტეტში სასწავლო-სარეაბილიტაციო სამედიცინო ცენტრი აშენდა.

NO COMMENTS