რუსთავის მერიამ საბავშვო ბაღებისთვის წიგნები შეიძინა

0
198

რუსთავის მერიის ააიპ ,,ბაგა-ბაღების გაერთიანებამ“, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისათვის ახალი წიგნები შეიძინა.
საწყის ეტაპზე, ექვსი დასახელების, 3 742 ლარის ღირებულების წიგნი, ბაგა-ბაღების ოც ფილიალში გადანაწილდა.
ბაგა-ბაღების ბიბლიოთეკები ზღაპრებისა და ლექსების კრებულებით, ასევე შემეცნებითი ლიტერატურით შეივსო. ბავშვებისათვის წასაკითხი ლიტერატურა გაერთიანების მეთოდკაბინეტის თანამშრომლებმა შეარჩიეს.
რუსთავის ბაგა-ბაღებისათვის წიგნების შეძენის პროცესი 2018 წელსაც გაგრძელდება.

კომენტარები გამორთულია