ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში ქვემო ქართლის რეგიონში კიდევ ერთი ახალი ხეხილის ბაღი გაშენდა

0
142

პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, ქვემო ქართლის რეგიონში, ბოლნისის რაიონის ქალაქ ბოლნისში შპს „დევეპლიუსმა“ კაკლის ბაღი გააშენა. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა ლევან დოლიძემ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილესთან ბუბა გობეჯიშვილთან ერთად შპს „დევეპლიუსის“ მიერ 5 ჰექტარზე გაშენებული კაკლის ბაღი დაათვალიერა.
აღნიშნული ბენეფიციარი პროგრამაში 2016 წელს ჩაერთო. ბაღის გაშენებისა და სარწყავი სისტემების მოწყობისთვის 42 146 ლარის ოდენობის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო – 15 225 ლარი ნერგებისთვის, ხოლო 8 023 ლარი წვეთოვანი სისტემებისთვის. პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, ხეხილის ახალი ბაღები 3 758 ჰექტარზეა გაშენებული და სახელმწიფო დაფინანსების მოცულობა 18 894 338 მილიონ ლარს შეადგენს. აქედან, ქვემო ქართლის რეგიონში ხეხილის ბაღები 544 ჰა მიწის ფართობზე გაშენდა.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში – ბიზნესის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

კომენტარები გამორთულია