ირაკლი ტაბაღუა ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას დახმარებას დაჰპირდა

0
877

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილესთან, კახა კობერიძესთან ერთად, დღეს კიდევ ერთხელ შეხვდა იმ საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას, სადაც წუხელ ხანძარი გაჩნდა.
რუსთავის მერმა მწუხარება გამოთქვა მომხდარის გამო და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. ირაკლი ტაბაღუა დაზარალებულ მოსახლეობას მუნიციპალიტეტის კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას დაჰპირდა.

რუსთავში, მეგობრობის გამზირის მეორე გასასვლელის #3 საცხოვრებელ შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა.

NO COMMENTS