შშმ პირებს სამედიცინო ეტლები გადაეცათ

0
121

რუსთავის მერიისა და ქვემო ქართლში სახელმწუფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციის ერთობლივი სოციალური აქციის ფარგლებში, მუნიციპალურ თავშესაფარ ,,ქსენონს’’ და შშმ სამ რუსთაველს სამედიცინო ეტლები გადაეცა. რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილემ, კახა კობერიძემ და ქალაქის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი ტუხაშვილმა ბენეფიციარებს საჩუქარი პირადად მიუტანეს. რუსთავის მერიისა და ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ორგანიზებით, შშმ პირთათვის მსგავსი ერთობლივი სოციალური აქციები პერიოდულად იმართება. ადგილობრივი ხელისუფლება რუსთავში მცხოვრებ განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს, სპეციალური გადასაადგილებელი სამედიცინო ეტლებით მომავალშიც უზრუნველყოფს.

კომენტარები გამორთულია