ირაკლი ტაბაღუა „რუსთაველ სტუდენტთა ასოციაციის’’ თავმჯდომარეს შეხვდა

0
293

ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა ,,რუსთაველ სტუდენტთა ასოციაციის’’ თავმჯდომარეს, მიხეილ კანკიას შეხვდნენ.

შეხვედრაზე, დედაქალაქის მიმართულებით სტუდენტების შეღავათიანი პირობებით მგზავრობის საკითხები განიხილეს და იმ პროექტზე ისაუბრეს, რომლის განხორციელებასაც რუსთავის მერია გეგმავს.

რუსთავის მერმა სტუდენტთა ასოციაციის ხელმძღვანელის მოსაზრებები მოისმინა და პროგრამის ეფექტური დაგეგმვის მიზნით, წინადადებების წარდგენა და პროცესში აქტიური ჩართულობა შესთავაზა.

როგორც ირაკლი ტაბაღუამ შეხვედრაზე აღნიშნა, დედაქალაქის მიმართულებით, სტუდენტების შეღავათიანი პირობებით მგზავრობასთან დაკავშირებულ საკითხზე მუშაობა, სტუდენტებთან ერთად გაგრძელდება და საბოლოო პირობები, მათთან აქტიური კონსულტაციების გზით შემუშავდება.

კომენტარები გამორთულია