საფეხბურთო კლუბმა ,,რუსთავმა’’ უმაღლეს ლიგაში გადასვლა საზეიმო მსვლელობით აღნიშნა

0
862

ეროვნული ლიგა 2-ის 2017 წლის სეზონის ჩემპიონობა და უმაღლეს ლიგაში გადასვლა, საფეხბურთო კლუბმა ,,რუსთავმა’’ დღეს საზეიმო მსვლელობით აღნიშნა.

ღონისძიებას, გუნდის გულშემატკივრებთან ერთად, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შუერთდნენ.

ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ რუსთაველ ფეხბურთელებს, ეროვნულ ლიგაში დაბრუნება კიდევ ერთხელ მიულოცა და წარმატებული ასპარეზობა უსურვა.

საზეიმო მსვლელობა რუსთავის ,,ფოლადის’’ სტადიონიდან დაიწყო და სამ ლოკაციაზე – კოსტავას, მეგობრობის და შარტავას გამზირებზე მოეწყო.

საფეხბურთო კლუბ ,,რუსთავის’’ წევრებმა აქტიური მხარდაჭერისთვის, გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადეს და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს, პატარა ქომაგებს კი, საჩუქრად ფეხბურთის ბურთები დაურიგეს.

სამწლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონში თამაშის უფლება, ,,რუსთავმა’’ ვადამდე, ეროვნული ლიგა 2-ის ბოლოსწინა ტურში, თბილისის ,,ვიტ ჯორჯიას’’ დამარცხებით მოიპოვა.

საფეხბურთო ჩემპიონატის ეროვნული ლიგის შეხვედრები 2018 წლის გაზაფხულზე დაიწყება.

NO COMMENTS