რუსთავში ინოვაციური საგანმანათლებლო პროექტის, Izrune.ge-ს პრეზენტაცია და პრაქტიკული კონფერენცია გაიმართება

0
960

26 დეკემბერს გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალურ თეატრში ახალი, ინოვაციური საგანმანათლებლო პროექტის, Izrune.ge-ს პრეზენტაცია და პრაქტიკული კონფერენცია გაიმართება.

ღონისძიებაზე ზოგად განათლებაში არსებულ თანამედროვე გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელებენ, ამასთან რუსთაველი მოსწავლეების მშობლები სასიამოვნო ინფორმაციას შეიტყობენ – ისინი  Izrune.ge-ს სოციალური პაკეტით სარგებლობას შეძლებენ.

პრაქტიკული კონფერენციის მონაწილეები იქნებიან – ქალაქ რუსთავის საჯარო და კერძო სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები, ქალაქ რუსთავის ადგილობრივი მმართველობისა და თვითთმმართველობის წარმომადგენლები, ქალაქ რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრი.

ღონისძების ორგანიზატორები არიან ქალაქ რუსთავის მერი და მერია, საქართველოს ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შემოქმედებითი ჯგუფი და ქალაქ რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრი.

NO COMMENTS