ირაკლი ტაბაღუამ და ლევან ონიანმა ღვაწლმოსილ რუსთაველებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს

0
412

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანმა სხვადასხვა პროფესიის ღვაწლმოსილ რუსთაველებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დამსახურებულ პედაგოგებს, ექიმებს, მხატვრებს, მწვრთნელებს, მშენებელს, მოსამართლეს, საცხოვრებელ ბინაში ესტუმრნენ და საახალწლო ნობათი გადასცეს.

დღესვე, ქალაქის მერმა მეუღლესთან ერთად, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა მეეზოვე ქალბატონს, მანანა ყალადაშვილს, რომელსაც სამუშაოს შესრულებაში მეუღლე ეხმარება. ირაკლი ტაბაღუამ ცოლ-ქმარს წარმატებები უსურვა და ტკბილეულის გარდა, სამახსოვრო სუვენირიც აჩუქა.

 

NO COMMENTS