ირაკლი ტაბაღუამ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, თავდასხმის შედეგად დაშავებული რუსთაველი პოლიციელი მოინახულა

0
587

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, თავდასხმის შედეგად დაშავებული რუსთაველი პოლიციელი მიხეილ ბოკელავაძე მოინახულა.

ქალაქის მერი მიხეილ ბოკელავაძეს, რუსთავის პოლიციის სამმართველოს უფროსთან, თამაზ მეშველაშვილთან ერთად სახლში ესტუმრა და გამოჯანმრთელება უსურვა. ირაკლი ტაბაღუამ ოჯახს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საჩუქრად ტკბილეული გადასცა.

პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმა 3 კვირის წინ მოხდა. დანაშაულში ეჭვმიტანილი სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს.

კომენტარები გამორთულია