ქალაქის ხელმძღვანელობის ოჯახის წევრების წინასაახალწლო აქცია რუსთავში

0
941

აქცია, რომელიც რუსთავის მერის მეუღლის, მაია დალაქიშვილის ინიციატივით გაიმართა, 24 დეკემბრიდან დაიწყო და დღეს დასრულდა.  მაიამ და მისმა შვილებმა, მეგობრებთან ერთად, რუსთავში მცხოვრები 30-ზე მეტი ოჯახი მოინახულეს, წინასაახალწლო საჩუქრები, ტანსაცმელი და სურსათი გადასცეს.

ნუგი ტაბაღუა, მეუღლესთან ანი ნოზაძესთან ერთად

აქციას შეუერთდნენ პარლამენტის წევრების, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატების, გიორგი ბეგაძისა და პაატა მხეიძს მეუღლეები, ხათუნა ხარაიშვილი და ხათუნა მხეიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ნინო ქავთარაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მეუღლე თეონა ცარციძე და მაჟორიტარი დეპუტატის, გურამ კვარაცხელიას მეუღლე ხატია ფოცხვერაშვილი.

„მაია ბევრი სასიკეთო საქმის ორგანიზატორი და სულის ჩამდგმელია. აქციას მისი ინიციატივით შევუერთდით. კეთილ საქმეში ერთიანობა მერწმუნეთ ბევრი სიკეთის მომტანია. ჩვენ სამომავლოდაც ვაპირებთ მსგავსი ღონისძიებების გამართვას და ოჯახის წევრების აქტიურად ჩართვას, ჩვენი მოქალაქეების სასიკეთოდ.“ -განაცხადა ნინო ქავთარაძემ.

NO COMMENTS