„კონკია და ჯადოსნური ღამე“ – საჩუქარი რუსთაველ პატარებს

0
700

რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის დრამატულ თეატრში ცნობილი ფრანგი მწერლის, შარლ პეროს, ზღაპრის თანამედროვე ინტერპრეტაციით დადგმული სპექტაკლი „კონკია და ჯადოსნური ღამე“ გაიმართა.

საახალწლო წარმოდგენას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა შვილთან ერთად, ასევე რუსთაველი პატარები და მათი მშობლები დაესწრნენ.
სპექტაკლზე დასწრება უფასოა სხვადასხვა სოციალური კატეგორიის- მათ შორის, მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, ასევე შეზღუდული შესაძებლობის მქონე ბავშვებისთვის. სადღესასწაული ღონისძიებაზე მისული მოზარდები მერიისგან საახალწლო საჩუქრებსაც მიიღებენ.
სპექტაკლის „კონკია და ჯადოსნური ღამე“ რეჟისორი და ინსცენირების ავტორი გურამ ბრეგაძე გახლავთ. მუსიკალური გაფორმება კი ზურაბ ინგოროყვას ეკუთვნის.
საახალწლო წარმოდგენა მუნიციპალურ თეატრში 2 დან 5 იანვრის ჩათვლით, დღეში ორ სეანსად 12:00 და 14:00 საათზე ჩატარდება.

NO COMMENTS