დღეიდან ტექნიკური ინსპექტირების პირობებით დაინტერესებული პირებისთვის ცხელი ხაზი ამოქმედდა

0
512

დღეიდან ავტოსატრასნპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპქტირების ამოქმედების პირობებით დაინტერესებული პირებისთვის ცხელი ხაზი – 1484 ამოქმედდება.

ცხელ ხაზზე დარეკვა შესაძლებელი იქნება საერთო სარგებლობის ფიქსირებული და მობილური ქსელებიდან, მხოლოდ ცხელი ხაზის ნომრის – 1484 აკრეფით.

კონსულტაციის გაცემის გარდა, ცხელი ხაზის ოპერატორები მოქალაქეებს დაეხმარებიან ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირების ცენტრებში ვიზიტის ონლაინ დაჯავშნაში. ცხელ ხაზზე დარეკვა დამატებითი გადასახადის გადახდას არ ითვალისწინებს.

2018 წლის 1 იანვრიდან სავალდებულო ტექნიკურ ინსპექტირებას გაივლიან სამგზავრო, 8 ადგილის ზემოთ, და სატვირთო, 3,5 ტ. ზემოთ ავტომობილები, შემდეგ ეტაპზე – სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებები, ასევე დიდი მოცულობის (3.0 და ზემოთ) ძრავების მქონე ავტომობილები და ა.შ. 2019 წლის ბოლომდე ინსპექტირებას გაივლის საქართველოში რეგისტრირებული მთლიანი ავტოპარკი.

გრაფიკი გაიწერება ავტომანქანების რეგისტრაციის თარიღის მიხედვით, რაც, პირველ რიგში, შესაბამისი შესაბამისი ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელებს მისცემს საკმარის ვადას, მოემზადონ ტექდათვალიერებისთვის და ასევე თავიდან აგვაცილებს რიგების წარმოქმნის რისკებს.

NO COMMENTS