საჩხერეში მოზარდმა პიროტექნიკის აფეთქების შედეგად, ხელის მტევანი დაკარგა

0
566

საჩხერეში მოზარდმა პიროტექნიკის აფეთქების შედეგად, ხელის მტევანი დაკარგა. დაშავებული თავდაპირველად საჩხერის საავადმყოფოში, შემდეგ კი თბილისში, იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში მოათავსეს.

შეგახსენებთ, რომ საახალწლო დღეებში ქუთაისის რეგიონალურ რეფერალურ კლინიკაში პიროტექნიკით დაშავებული 12 ადამიანი მიიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, ექვს მათგანს ზედა კიდურზე ოპერაცია გაუკეთდა, მათ შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც საავადმყოფოში მიყვანამდე თითები ამპუტირებული ჰქონდათ.

წყარო: metronome.ge

კომენტარები გამორთულია