ირაკლი ტაბაღუამ შობის ღამეს დაბადებული ახალშობილები მოინახულა

0
1572

ქრისტეშობის დილა რუსთავის მერმა, შობის ღამეს დაბადებული ახალშობილების მონახულებით დაიწყო. საშობაოდ რუსთავში ორი ბიჭი დაიბადა. რუსთავის სამშობიარო სახლში შობის ღამეს დაბადებული პირველი ახალშობილი გურამ კაკულიაა. პატარა გურამი კაკულიების ოჯახის მეოთხე შვილია. კლინიკა ,,რუსთავში” კი, პირველი ახალშობილი გაბრიელ ბაძაღუა იყო. ირაკლი ტაბაღუამ ახალშობილების დედები მოინახულა და პატარების ოჯახების წევრებს პირადად მიულოცა ვაჟიშვილების დაბადება.
,,ყველას გილოცავთ ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს. განსაკუთრებული სიხარულით დადგა წლევანდელი შობა ამ ორი პატარას მშობლებისთვის და როგორც მითხრეს მესამე, გვარად წიკლაურია და წუთი-წუთზე დაიბადება. სულით და გულით ვულოცავ ამ პატარების ოჯახებს შობას და ვაჟიშვილების დაბადებას. მრავალ ბედნიერ შობას დაასწროთ ღმერთმა“- განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.
როგორც რუსთავის სამშობიარო სახლის დირექტორმა ალექსანდრე ბარავკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, 2018 წლის დადგომიდან დღემდე, რუსთავის სამშობიარო სახლში 35 ბავშვი დაიბადა.

NO COMMENTS