შობა რუსთავში – ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია, ქალაქის ქუჩებში ალილოს მსვლელობა

0
747

სადღესასწაულო საშობაო ლიტურგია აღსრულდა გვიან ღამით რუსთავის ყველა ტაძარში. მსახურებას ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში დაესწრო ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა, ოჯახის წევრებთან ერთად და პარლამენტის წევრი, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ბეგაძე.

ტრადიციული საშობაო ალილო რუსთავში, დეკანოზ მამა დიმიტრის თაოსნობით, რუსთავის სიონის ტაძრიდან დაიწყო. ალილოში სასულიერო პირების და მრევლის გარდა, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, მოადგილეები დავით კეკელიძე და გოჩა ლორია, ასევე ქალაქის საკრებულოს წევრები: გურამ კვარაცხელია, გიგა ვეფხვაძე, გიორგი ტუხაშვილი და მუნიციპალიტეტის სხვა წარმომადგენლებიც იღებდნენ მონაწილეობას. ირაკლი ტაბაღუამ ალილოს მონაწილეებს საშობაო საჩუქრები გადასცა და კიდევ ერთხელ მიულოცა ქრისტეშობის დღესასწაული.
საშობაო ალილოს სადღესასწაულო პროცესია რუსთავის სიონიდან დაიწყო და მიმდებარე ტეროტორიაზე არსებული საცხოვრებელი კორპუსების ეზოებში გაგრძელდა. სიონის მრევლი ,,ალილოს“ გალობით და სხვადასხვა საკონცერტო ნომრებით ულოცავდნენ რუსთაველებს შობის დღესასწაულს.

NO COMMENTS