რუსთაველი მოსწავლე კინგსის ოლიმპიადის შემოდგომის სეზონის გამარჯვებული გახდა

0
2367

რუსთავის ივანე ჯავახიშვილის სახელობის 24-ე ქართული გიმნაზიის მეხუთე კლასის მოსწავლე გიორგი სამუნაშვილი კინგსის ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა. გიორგიმ მათემატიკის ოლიმპიადაში საქართველოს მასშტაბით თანატოლებს შორის ყველაზე მაღალი ქულა აიღო და პირველი ადგილი დაიკავა. გამარჯვებული მოსწავლე ოლიმპიადის ორგანიზატორებმა დღეს ოფიციალურად დააჯილდოვეს.

როგორც „ტელეგრაფისთვის” გახდა ცნობილი, ეს გიორგის პირველი გამარჯვება არ არის, მან გასულ წლებში სხვადასხვა ოლიმპიადებში არაერთხელ დაიკავა საპრიზო მეორე და მესამე ადგილები.

 

NO COMMENTS