ირაკლი ტაბაღუა ქარიშხლის შედეგებს ადგილზე გაეცნო

0
1098

ძლიერმა ქარმა გარკვეული პრობლემები შექმნა რუსთავში. ქარიშხალმა რამდენიმე საცხოვრებელი შენობისა და მე-12 მიკრორაიონში ,,ენერგო-პროს’’ ქვესადგურის სახურავი, ბუნებრივი აირის მილები, ბილბორდები და საახალწლო განათებები დააზიანა. ქარმა რამდენიმე მისამართზე სახურავების პარაპეტები და ხეებიც მოგლიჯა.

ქალაქში არსებულ სიტუაციას, მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და პირადად მიიღო მონაწილეობა სტიქიით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციის პროცესში.

ამ დროისთვის, რუსთავის მერიის ცხელ ხაზზე მოსახლეობიდან 30-მდე შეტყობინებაა შემოსული. ქარიშხლით მიყენებულ ზარალს მერიაში მოქმედი სპეციალური კომისია დაითვლის.

 

NO COMMENTS