ვირისა და ცხენის თავ-ფეხი, შინაგანი ორგანოები და ტყავი – საშინელი მდგომარეობა მდინარე ლიახვზე

0
1665

მოქალაქე სოციალურ ქსელში ინფორმაციას და სურათებს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. “გამარჯობათ! დღეს,როგორც ასეთი ვნადირობდი ჩემს მეგობრებთან ერთად მდ.ლიახვზე(კერძოდ გორის სამხედრო აკადემისს უკანა მხარეს) და გადავაწყდი საკმაოდ არაა ადამიანურ და გარემოსათვის საკმაოდ დიდი ზიანის მიმყენებელ ფაქტს რაც ჩემთვის შემაძრწუნებელი და ამაზრზენი იყო.. საშუალოდ ერთი სატვირთოს კუზაო ვირის და ცხენის თავ-ფეხი,ტყავი და შიდა ორგანოები ეყარა(ორი საკმაოდ მოზრდილი ძაღლი,რომლების იქვე გარევა ვერ ინამუსეს ალბათ და ორი-სამი მეტრის მოშორებით წყალში ეყარა) მჭიდროდ დასახლებული პუნქტიდან სადღაც 500მეტრში და აკადემიიდან 100მეტრში..ეს ყველაერი ხო მოქმედებს მოსახლების ეპიდემიაზე და თავისთავად მდინარის ეპიდემიაზეც..!როგორ შეიძლება ესეთი უყურადღებობა და უპასუხისმგებლობა სამსახურის და ქვეყნის წინაშე?!..ქალაქის დასაწყისია,რაიმე მიყრუებული სოფელი ხო არაა?!გრცხვენოდეთ ქალაქში დეპართამენთიც არსებობს და ბევრი კადრიც და მგონი,რომ შესაძლებელია ასეთი ფაქტების აღმოფხვრა და განეიტრალება.. ლიახვია..! მეჯუდა და ტორტლა ხომ არაა მართლადამართლა რომ პატარა და უმნიშვნელო მდინარეს მიეკუთვნებოდეს და გორის რაიონში იღებდეს სათავეს და გორს ვერ სცდებოდეს?! ნახევარი საქართველო უნდა გაიაროსდ და რას არ უნდა მოედოს.. ჩვენი სამშობლოა სხვისი ხო არა?!უშუალოდ მაგ ტერიტორიაზე ცოცხალი აღარაფერი დაცურავს წყალში უკვე მერამდენე წელიწადია!ცალკე ”დენის აპარატით” მოთევზავე ბრაკონიერების ბობოქრობით და ცალკე ეს პატარ-პატარა ეპიდემიის გამომწვევი ასეთი მიზეზებით!..კარიგით რა მართლადამართლა სირცხვიალია იმოქმედეთ ცოტა კანონიერად და პასუხისმგებლიანად… და ბოლოს ვითხოვ ამომწურავ პასუხს ამ ფაქტზე როგორც მომავალი ეკოლოგი და გარემოს დამცველი!ამ ხორცის ძირითადი ნაწილების გასაღება გაყიდვის საკითხსაც შევატყობინებ სურსათის უვნებლობას და პასუხს დაველოდები.. ხალხი ცოდოა, ვინც არ იცის ხო თავს იკლავს ვირის ცხენის ძღლის და ა.შ(რათქმაუნდა აქ უკვე მოიაზრება ყველა შინაური ცხოველი რასაც ადამიანი ერევა@!)გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი”- წერს სოციალურ ქსელში მოქალაქე.

NO COMMENTS