ოთარ აბესაძე წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდა

0
92

თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

მოსამართლემ აღვკეთის ღონისძიება – პატიმრობა, მას 10 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა.

აბესაძე 2017 წლის 12 ივლისს ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.

გამოძიება სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აბესაძე ბრალს აღიარებს. ადვოკატები ამბობდნენ, რომ მისი ფსიქოემოციური მდგომარეობა მძიმე იყო. რამდენიმე პროცესზე სასწრაფო დახმარების გამოძახებაც გახდა საჭირო.  სასამართლომ მისთვის აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის  შეცვლის საკითხზე რამდენჯერმე იმსჯელა, თუმცა ადვოკატების შუამდგომლობა დღევანდელ პროცესამდე არ დააკმაყოფილა.

კომენტარები გამორთულია