რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა სანდრო ახმეტელის სახელობის პრემია მიიღო

0
1470

გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, სოსო ნემსაძემ სანდრო ახმეტელის სახელობის პრემია მიიღო. დაჯილდოება 14 იანვარს, ქართული თეატრის დღეს გაიმართა.

სოსო ნემსაძე რუსთავის თეატრს რამდენიმე თვეა ხელმძღვანელობს, მას მიღებული აქვს სერტიფიკატი კულტურის მენეჯმენტის კურსით. 2002 წლიდან, მუშაობდა კინოხელოვნების კოლეჯში სამსახიობო ჯგუფის ხელმძღვანელად. 2008 წლიდან, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. 2010 წლიდან, გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია. 2014 წლიდან, „კომედიის ფესტივალის“ დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია. „საქართველოს რეგიონული ხელოვნების განვითარების ფონდის“ დამფუძნებელი (2014 წელი). მუშაობდა ა. წუწუნავას სახელობის ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მსახიობად, გორის თეატრის მთავარ რეჟისორად, აგრეთვე შოთა რუსთაველის თეატრის და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ასისტენტ-პროფესორად, 2008 წლიდან ასოცირებულ პროფესორად.

კომენტარები გამორთულია