სოსო ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებულის დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

0
600

რუსთავის პოლიციის სამმართველოს უფროსის თქმით, რუსთავის ბაზრის ერთ-ერთი მეპატრონის მკვლელობაში ბრალდებულის დასაკავებლად აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მისი თქმით, ჯერჯერობით მკვლელობის მოტივზე საუბარი ნაადრევია.

“მიმდინარეობა აქტიური გამოძიება. მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით 108-ე და 236-ე მუხლებით დავიწყეთ. რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შენახვა შეძენას გულისხმობს. სხვა დეტალებს გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ გეტყვით”, – ამბობს თამაზ მეშველაშვილი.

NO COMMENTS