ირაკლი ტაბაღუამ ხორცპროდუქტების კომპანია „გემრიელის“ საწარმო დაათვალიერა

0
3433

რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ, საკრებულოს თავმჯდომარესთან, ლევან ონიანთან და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, გურამ კვარაცხელიასთან ერთად, რუსთავში მდებარე ხორცპროდუქტების კომპანია „გემრიელი“- ს საწარმო დაათვალიერა და პროდუქციის დამზადების პროცესს გაეცნო.

სტუმრებს კომპანიის ერთ-ერთმა მფლობელმა, ირაკლი წერეთელმა უმასპინძლა და კომპანიის მუშაობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა. კომპანია უახლოეს პერიოდში საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე საფირმო მაღაზიას გახსნის.

ირაკლი წერეთელმა მიიღო ქალაქის მერის შეთავაზება, ჩაერთოს რუსთავის 70 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში და თავის მხრივ, გამოთქვა სურვილი, „გემრიელი“-ის პროდუქციაზე განთავსდეს საიუბილეო ლოგო.

ხორცპროდუქტების კომპანია „გემრიელი“ მაღალი ხარისხის სოსისებს, სარდელებს, მოხარშულ და შებოლილ ძეხვეულსა და სხვა დელიკატესებს აწარმოებს. „გემრიელის“ ხორცპროდუქტები ქართულ ბაზარზე ერთ-ერთ ლიდერ პოზიციას იკავებს. კომპანიას რუსთავის საწარმოში 70-მდე ადგილობრივი ჰყავს დასაქმებული.

კომენტარები გამორთულია