რუსთავში მამაკაცი დააკავეს, რომელმაც არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლეს და სიდედრს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

0
1754

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1980 წელს დაბადებული გ.ტ., ოჯახში ძალადობის ბრალდებით, რუსთავში დააკავეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მის მიერ ჩადენილი დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა 4 არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს – 1984 წელს დაბადებულ ხ.მ.-ს და სიდედრს – 1967 წელს დაბადებულ მ.ჯ.-ს. დაზარალებულმა ხ.მ.-მ მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა. ასევე, დადგინდა, რომ გ.ტ.-მ ანალოგიური ქმედება წარსულშიც არაერთხელ ჩაიდინა.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება არასრულწლოვნის თანდასწრებით, ორი ან მეტი პირის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

კომენტარები გამორთულია