ხარაგაულის რაიონის სოფელ ბეჟათუბანში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე აფეთქება მოხდა

0
703

რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის ცნობით, ამ წუთებში, ხარაგაულის რაიონის სოფელ ბეჟათუბანში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე აფეთქება მოხდა.

ადგილობრივი დასაქმებულების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად მძიმედაა დაშავებული სამი მუშა.

შეგახსენებთ, მუშები რამოდენიმე დღის წინ შრომითი უსაფრთხოების ნორმების უხეშ დარღვევას აპროტესტებდნენ, რის შემდეგაც ადგილზე შრომის სამინისტროს ინსპექტირების დეპარტამენტი ჩავიდა.

კომენტარები გამორთულია