არის თუ არა მენინგოკოქცემია საქართველოში გავრცელებულ დაავადება

0
379

მიუხედავად იმისა, რომ მენინგოკოქცემიის შემთხვევები საქართველოში ყოველწლიურად ფიქსირდება, ის გახშირებულ დაავადებად არ მიიჩნევა – ამის შესახებ განცხადებას, სპეციალისტები აკეთებენ.

მედიკოსები მოსახლეობას პრევენციის მიზნით, ზოგადი ჰიგიენის დაცვისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, დაავადება ძირითად შემთხვევაში ფატალური შედეგით სრულდება.

გარდა ამისა, ქვეყანაში სეზონური ვირუსებიც გავრცელებულია.

„პრევენციის საშუალებები არის ზოგადი ჰიგიენის დაცვა. ამჟამად B გრიპის სამი ვირუსი გვაქვს გამოვლენილი საქართველოს ტერიტორიაზე, თუმცა ავადობა ჯერ არ არის მაღალი. შეიძლება ითქვას, რომ საშუალოზე დაბალია,“ – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა ხათუნა ზახაშვილმა.

მარნეულის მერვე საჯარო სკოლის, პირველი კლასის მოსწავლე იუსიფ თალიბოვი, მენინგოკოკური ინფექციით რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.

კომენტარები გამორთულია