პირველი საუნივერსიტეტო ონლაინ მაღაზია გაიხსნა

0
173

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ონლაინ მაღაზიის (www.tsustore.ge) პრეზენტაცია გაიმართა. ინფორმაცია უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.

ონლაინ მაღაზიაში წარმოდგენილია სამოსი და აქსესუარები თსუ ბრენდირებით.

ბრენდმაღაზიით სარგებლობა შეუძლია ყველას, როგორც სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს, კურსდამთავრებულებს, ასევე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

www.tsustore.ge – ზე წარმოდგენილი კოლექციები მუდმივად განახლდება და საზოგადოებას მრავალფეროვან არჩევანს შესთავაზებს მათი ინტერესების გათვალისწინებით.

თსუ სტუდენტები და თანამშრომლები ისარგებლებენ უფასოდ მიტანის მომსახურებით.

კომენტარები გამორთულია

LEAVE A REPLY