რა განსხვავებაა ფასიან და უფასო აცრას შორის

0
403

ძალიან ხშირად ისმის კითხვა რა სხვაობაა ფასიანსა და უფასო აცრას შორის, დიდი ინტერესიდან გამომდინარე გთავაზობთ სპეციალისტების მოსაზრებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

„ფასიანი ვაქცინა შემოაქვს რამდენიმე ფარმაცევტულ კომპანიას, შესაბამისად მათი თანხა მერყეობს იმისდა მიხედვით, თუ სად ახდენთ ბავშვის იმუნიზაციას. თუმცა, უფასო ვაქცინა არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვს არ ექნება იმუნიტეტი. უბრალოდ, ფასიანი ვაქცინის მედიცინური მოვლენები არის ხოლმე შედარებით უფრო ნაკლები, ვიდრე უფასო ვაქცინის. სხვა მხრივ, ჩვეულებრივ, თამამად შეუძლია მშობელს ბავშვი აცრას უფასო ვაქცინით, რომელიც სახელმწიფოს შემოაქვს.” – აცხადებს პედიატრი ეკა ყიფშიძე.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილეს პაატა იმნაძე:

– ფასიან და უფასო აცრებს შორის არავითარი განსხვავება არ არის. ჩვენ არ შეგვიძლია ავკრძალოთ. რადგან ვიღაცას აქვს მოთხოვნა იმიტომ არის ის ვაქცინა შემოსული. ხარისხს შორის აბსოლუტურად არანაირი განსხვავება არ არის. ყველა ჩვენი ვაქცინა რომელიც შემოდის სახელმწიფო პროგრამით არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული ვაქცინები, ანუ ყველაზე მაღალი ხარისხის გარანტია რაც კი არის მსოფლიოში, ანუ ეს არის ნაციონალურ ორგანოებზე მეტი გარანტია ვაქცინის ხარისხის. ყველა ქვეყანას არ აქვს ნაციონალური ორგანოები, მაგალითად რუსეთში რაც ვაქცინებია არც ერთი არ არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული, მაგრამ ჩვენ იმ ვაქცინებს დიდი ხანი ვიყენებდით, არაფერი არ ხდებოდა. ანუ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პრეკვალიფიკაცია სჭირდებათ კომპანიებს იმისათვის, რომ მათი ვაქცინა უფრო ადვილად გასაღდეს მსოფლიო ბაზარზე, იმიტომ რომ უკვე ის იღებს თავის თავზე ხარისხის გარანტიას. ხოლო, ვინც თავის ქვეყანაში რაღაცას აწარმოებს, იმას სჭირდება თავისი ნაციონალური ორგანოს რეგისტრაცია.

წყარო

კომენტარები გამორთულია

LEAVE A REPLY