რუსთავის დელეგაციის ვიზიტი პოლონეთში გრძელდება

0
1991

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა ბიზნეს სექტორისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, პოლონეთში, ქალაქ სტალოვა ვილას საკრებულოს თავმჯდომარე სტანისლავ სობიერაის შეხვდა. დელეგაციის წევრები ქალაქის ეკონომიკურ პოტენციალს, რევიტალიზაციისა და ურბანული განვითარების პოლიტიკას გაეცნენ, მოგვიანებით კი, ადგილობრივი მეტალურგიული საწარმო დაათვალირეს.

რუსთავის მუნიციპალიტეტის დელეგაცია პოლონეთში სამუშაო ვიზიტით 21 იანვარს გაემგზავრა და ოფიციალურ შეხვედრებს ლოძში, სტალოვა ვილასა და ლიუბლინში მართავს.

რუსთავის მერია ჩართულია პროექტში – „სამთავრობო სერვისლაბის და UNDP-ის პარტნიორობის ექსპერიმენტული მოდელი მმართველობაში განვითარების ახალი სფეროების აღმოჩენისთვის“. პროექტს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტო ახორციელებენ.

კომენტარები გამორთულია