განათლებისა და მეცნიერების მინისტრი რუსთავის საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდა

0
520

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი და მინისტრის მოადგილე, ლია გიგაური თბილისისა და რუსთავის საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდნენ და სკოლებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, დირექტორებმა მათი თვალით დანახულ სხვადასხვა გამოწვევაზე ისაუბრეს, წარმოადგინეს ხედვები და პრობლემების მოგვარების გზებზე ერთობლივად იმსჯელეს.

შეხვედრის მიზანია, მინისტრმა უშუალოდ დირექტორებისგან მოისმინოს სკოლებში არსებული მდგომარეობა, გამოწვევები და მნიშვნელოვანი საკითხები.

კომენტარები გამორთულია