1000 ლარი გამარჯვებულს – რუსთავის საიუბილეო ლოგოს შექმნაზე კონკურსი გამოცხადდა

0
1151

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია, ქალაქ რუსთავის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით აცხადებს კონკურსს, საიუბილეო ლოგოს პროექტის შექმნაზე.

კონკურსის პირობების თანახმად, გამარჯვებული პროექტის ავტორი მიიღებს პრემიას 1000 ლარის ოდენობით.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

https://www.facebook.com/events/1398676400260574/

შეგახსენებთ, 1948 წლის 19 იანვარს რუსთავს ქალაქის სტატუსი მიენიჭა.

მიმდინარე  წლის 19 იანვარს, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ 70 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ოფიციალურად გახსნა.

.

კომენტარები გამორთულია