რამდენიმე სოციალურად დაუცველ ახალგაზრდას ფიტნეს კლუბი ულიმიტო ვაუჩერი გადაეცა

0
505

რუსთავის ჟიული შარტავას სახელობის ადმინისტრაციული ერთეულის, მაჟორიტარი დეპუტატის ამირან ჯანჯღავას ინიციატივით, აქტიური მხარდაჭერით და შუამალობით, ამავე ოლქში მცხოვრებ რამდენიმე სოციალურად დაუცველ ახალგაზრდას, ფიტნეს კლუბი “რიტმისგან” უფასო, ულიმიტო ვაუჩერი გადაეცა საჩუქრად. წარმომადგენლობითი ორგანოს მხრიდან ამ აქციის მიზანია, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას შეუწყოს ხელი. ვაუჩერი ჯამში ხუთ ახალგაზრდას გადაეცა და ისინი წლის ბოლომდე შეძლებენ ფიტნეს კლუბის უფასო მომსახურებით სარგებლობას. აქციაში საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი და კლუბის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.

NO COMMENTS