უდიდესი გამარჯვება ტოკიოში – იმპერატორის თასი საქართველოს!

0
271

ლევან გორგაძე ტოკიოში ჰაცუ ბაშოს ტურნირზე მე-13 შეხვედრა მოიგო და ბაშოს დასრულებამდე ერთი დღით ადრე მეტოქეებისთვის მიუწვდომელი გახდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ტოკიოში, ჰაცუ ბაშოს მე-13 დღეს, ლევან გორგაძე აღმოსავლეთის პირველ მაეგაშირას, მონღოლ გოლიათს (სიმაღლე 192 სმ, წონა 215კგ) შეხვდა. უაღრესად მნიშვნელოვან შეხვედრაში ლევანმა მოახერხა, მეტოქე “გაიტანა” დოჰიოდან და მე-12 გამარჯვება იზეიმა!
ამ გამარჯვებით ლევანი იმპერატორის თასს კიდევ უფრო მიუახლოვდა, ხოლო დღეს თასი მოიპოვა.

კომენტარები გამორთულია