საფეხბურთო კლუბი “რუსთავი” შეკრებაზე სიდეში გაემგზავრება

0
563

საფეხბურთო კლუბი “რუსთავი” შეკრებაზე სიდეში გაემგზავრება

30 იანვარს, გამთენიისას “რუსთავი” თურქულ შეკრებაზე გაემგზავრება. ქალაქ სიდეში დაგეგმილია ამხანაგური შეხვედები, რომლის შესახებ ეტაპობრივად მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას.

შეგახსენებთ, ჯერჯერობით კვლავ მიმდინარეობს გუნდში საკადრო ცვლილებები და დეტალები ამავე პერიოდში გახდება ცნობილი.

რაც შეეხება შეკრებაზე წამსვლელ ფეხბურთელებს, სია ასე გამოიყურება:

მეკარეები: ნუკრი რევიშვილი, კოკა სეფიაშვილი, სოსო ქარდავა;

მცველები: ლაშა სალუქვაძე, დავით კვირკველია, მამუკა კობახიძე, ლევან გეგეჭკორი, ავთანდილ ენდელაძე, ავთანდილ ბრაჭული, თორნიკე კირკიტაძე, ალბერტ ცხოვრებოვი;

ნახევარმცველები: ავთანდილ გუჯაბიძე, დათა სიჭინავა, ლუკა სილაგაძე, პაპუნა ფონიავა, გიორგი პაპავა, მიხაილ გორელიშვილი, ირაკლი კლიმიაშვილი, მათე კვირკვია, ლუკა ზვიადაძე;

თავდამსხმელები: ბაჩანა ცხადაძე, ოთარ მარცვალაძე, რევაზ ბარაბაძე, ბექა მიქელთაძე, ზაზა ციცქიშვილი, ბექა ქავთარაძე.

NO COMMENTS