საკრებულოს თავმჯდომარე დეპუტატებთან ერთად მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

0
77

საკრებულოს თავმჯდომარის ლევან ონიანის ინიციატივით, რუსთავის მოლაქალაქეების პრობლემებს იგი პირადად ეცნობა და უშუალოდ ერთვება საკითხის გადაწყვეტის პროცესში. ამჯერად იგი ცამეტი ასურელი მამის სახელობის ადმინისტრაციულ ერთეულში, ოლქის მაჟორიტართან ზვიად დოლიძესთან ერთად იმყოფეოდა. სადაც ერთ-ერთ ოჯახს ესტუმრა, მოისმინა მათი პრობლემების და საჭიროებების შესახებ. საკრებულოს თავმჯდომარე და მაჟორიტარი დეპუტატი კომპეტენციის ფარგლებში, მაქსიმალურად ჩაერთვებიან საკითხის მოგვარების პროცესში. შეხვედრები მოსახლეობასთან რუსთავის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულს მოიცავს.

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი და ილია ჭავჭავაძის სახელობის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი გრიგოლ ვეფხვაძე, ამავე ოლქში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე ეცნობოდნენ.

საკრებულოს თავმჯდომარემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა რამდენიმე ახლადრეაბილიტირებული სტადიონი მოინახულეს, წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა ინფრასტრუქტურული და სარებილიტაციო სამუშაოების ხარისხზე და შესრულების ვადებზე იმსჯელეს.

 

ლევან ონიანი და გრიგოლ ვეფხვაძე ასევე იმყოფებოდნენ ლეონიძის ქუჩაზეც სადაც, 500 მმ-იანი მაგისტრალური წყალსადენი მილების შეცვლის მიმდინარე სამუშაოებს თავად ადევნებდნენ თვალყურს. სამუშაოებს რუსთავწყალთან ერთად „ენ სი ტი“ კონტრაქტორი კომპანია ასრულებს და პროექტი უმოკლეს ვადაში დასრულდება.
ქალაქის თვითმმართველობა სამომავლოდაც მაქსიმალურად იქნება ჩართული მიმდინარე ინფრასტრუქტურულ და სარეაბილიტაციო საქმიანობაში.

 

კომენტარები გამორთულია

LEAVE A REPLY