შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს შორის სპორტული ტურნირი ჩატარდა

0
393

მე-7 საჯარო სკოლის სპორტურ დარბაზში ტურნირი გაიმართა მაგიდის ჩოგბურთში, ჭადრაკში, შაშსა და მკლავჭიდში, რომელშიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღის ცენტრების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრი შოთა ხაბარელი, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, მერის მოადგილე გოჩა ლორია და საკრებულოს წევრი გურამ კვარაცხელია ესწრებოდნენ.

მკლავჭიდში გოგონებს შორის შორენა კრაველიძემ, ხოლო ვაჟებში – გიორგი შარვაძემ გაიმარჯვა, მაგიდის ჩოგბურთში პირველ ადგილზე გიორგი ჯაფარიძე გავიდა, გოგონებში კი ჯუნა ტიტვინიძე, სამახსოვრო სიგელები გადაეცა შაშში ტურნირის ყველა მონაწილეს.
ტურნირის გამარჯვებული მონაწილეები სპეციალური მედლებით და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

,,პირველ რიგში მინდა რუსთავს და რუსთაველებს მივულოცო 70 წლის იუბილე. ასეთი ღონისძიებების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები ყოველთვის უნდა იყვნენ ყურადღების ცენტრში და მისასალმებელია, რომ ქალაქის ხელმძღვანელობამ საიუბილეო ღონისძიებებში, დღეს ისინიც ჩართო. მნიშვნელოვანია, რომ რუსთავის მერია იჩენს ასეთ დიდ ყურადღებას მათ მიმართ და ასეთი მასშტაბური ღონისძიება ჩაატარეს. მსგავსი ტურნირები აუცილებელია და შეიძლება სამაგალითოდაც ჩავთვალოთ“, – განაცხადა შოთა ხაბარელმა.

ქალაქის 70 მწლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ოფიციალურად 19 იანვარს გაიხსნა.
მე-7 საჯარო სკოლაში დღეს გამართული ტურნირი, რუსთავის მერიისა და ა(ა)იპ ,,სასპორტო სკოლების განვითარების ცენტრის” ორგანიზებით მოეწყო.

NO COMMENTS