რუსთავის თეატრში ,,თეთრი ბაირაღების“ პრემიერამ სრული ანშლაგით ჩაიარა!

0
944

გიგა ლორთქიფანიძის სახელობის, რუსთავის პროფესიული დრამატული თეატრიში, რეჟისორებმა: ლევან სვანაძემ და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა სოსო ნემსაძემ, ნოდარ დუმბაძის ცნობილი ნაწარმოების მიხედვით დადგუმული სპექტაკლის – ,,თეთრი ბაირაღების“  პრემიერა წარმოადგინეს. სპექტაკლი, ნოდარ დუმბაძისა და რუსთავის თეატრის დამფუძნებელი რეჟისორის გიგა ლორთქიფანიძის, დაბადებიდან 90-ე წლისთავს მიეძღვნა.  წარმოდგენამ რუსთაველი მაყურებლის დიდი ინტერესი გამოიწვია, რაც დარბაზში სრულ დასწრებაზე აისახა. სპექტაკლში ,,თეთრი ბაირაღები“ რუსთავის თეატრის სხვადასხვა თაობის მსახიობები: ვაკო კობერიძე, ეკატერინე ქვრივიშვილი, მაია გელიაშვილი, ზვიად დოლიძე, სოსო ელიზბარაშვილი, მაია ჯავახიშვილი, გიორგი რევაზიშვილი, სპარტაკ კიკნაძე, ზაზა თაგოშვილი, რეზო კოღოშვილი, ლეონტი შიოშვილი, ნუკრი გამყრელიძე, ლაშა კანკავა, ალეკო ილარიონი, ზურა ჯინჭარაძე მონაწილეობდნენ, სცენოგრაფიაზე, მხატვარმა ლომგულ მურუსიძემ იმუშა. ,,თეთრი ბაირაღები“ ორ მოქმედებიანი სპექტაკლია, რომლის ხანგრძლივობაც 2 სთ და 30 წუთია, მისი ნახვის საშუალება რუსთავის თეატრის სცენაზე მაყურებელს 7 და 11 თებერვლას 20 სთ-ზე, კვლავაც შეეძლებათ. თებერვლის შუა რიცხვებში კი მაყურებელს მორიგი პრემიერა ელის. გიგა ლორთქიფანიძის სახელობის, რუსთავის პროფესიული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი სოსო ნემსაძე, უკრაინელი კლასიკოსის ნიკოლაი გოგოლის ,,შეშლილის წერილებს“ წარუდგენს, მალევე პრემიერას შემოგვთავაზებს რეჟისორი გიორგი ქანთარიაც, რომელიც რუსი დრამატურგისა და პროზაიკოსის პოლიტიკურ ზღაპარს ,,დრაკონს“ გვთავაზობს. დაგეგმილ პრემიერებს დაასრულებს, რეჟისორი გურამ ბრეგაძე, თამაზ ჭილაძის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლით ,,ელისაბედ ელისაბედ“. ამგვარად, რუსთაველ მაყურებელს წინ საინტერესო და მრავალფეროვანი სარეპერტუარო სეზონი ელის. თეატრი ითვალისწინებს მაყურებლის ეკონომიკურ მდგომარეობასაც და სპეციალურ აქციებს სთავაზობს, სტუდენტები 40% პროცენტიანი ფასდაკლებით ისარგებლებენ,  ხოლო ნებისმიერი სხვა მაყურებელისთვის, მათ შორის მოსწავლეებისთვის იმოქმედეს სააბონემენტო სისტემა. აბონემენტით მაყურებელს 5 სხვადასხვა სპექტაკლზე დასწრება შეეძლება. აბონემენტის გამოყენება შეიძლება  ერთჯერადადაც და მისი საშუალებით 5 ადამიანი ისარგებლებს.  აბონემენტის  ღირებულება 16 ლარია და  ის რუსთავის თეატრის სალაროში 17 თებერვლიდან გაიყიდება.  აბონემენტი არ იმოქმედებს საპრემიერო ჩვენებებზე.

 

კომენტარები გამორთულია

LEAVE A REPLY