რუსთავში ქალთა გაძლიერების პროგრამის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

0
1428

ქალთა გაძლიერების პროგრამა რუსთავის ამერიკული კუთხის ორგანიზებით და არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა ინიციატორების ჩართულობით 4 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროექტის ფარგლებში დიასახლისმა ქალბატონებმა ინგლისური, კომპიუტერული პროგრამები და პროექტების წერა შეისწავლეს.

შეხვედრას ესწრებოდა რუსთავის მერის მეუღლე მაია დალაქიშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ მსგავსი სახის პროექტები მნიშვნელოვანია ქალთა გააქტიურების კუთხით.

პროექტის ხელმძღვანელმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ნინო ტაბატაძემ მონაწილეებს რამდენიმე წარმატებული ქალბატონი შეახვედრა. ქალბატონებს საკუთარი წარმატების შესახებ „ჩაიმანიას” და „დაუნთაუნის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ეკა ვერულაშვილმა, მეათე სკოლის დირექტორმა მანანა ფიროსმანიშვილმა და ტელეგრაფის რედაქტორმა ხატია ფოცხვერაშვილმა უამბეს.

პროექტის ერთ მონაწილეს არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ინიციატორები” დაასაქმებს, ხოლო რამდენიმე მათგანს მიეცემა შესაძლებლობა მოკლევადიანი ხელშეკრულების საფუძველზე ბიბლიოთეკების გაერთიანებაში დასაქმდეს.

პროექტი „ქალთა გაძლიერების პროგრამა“ ახალი ნაკადის მიღებას მარტის თვეში დაიწყება და ის გათვლილი იქნება სოციალურად დაუცველ ქალებსა და გოგონებზე.

NO COMMENTS