სამხარეო ადმინისტრაციაში, თურქეთის რესპუბლიკის ელჩს უმასპინძლეს

0
408

6 თებერვალს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ, სამხარეო ადმინისტრაციაში, თურქეთის რესპუბლიკის ელჩს ფატმა ჯერენ იაზგანს უმასპინძლა.

გრიგოლ ნემსაძემ ახლად დანიშნულ ელჩს ქვემო ქართლის პოტენციალი გააცნო და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძე და თურქეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ჰუსეინ შანლი.

NO COMMENTS